ვქმნით სარეკლამო და ბიზნეს ვიდეოებს ვებსაიტების, სოციალური ქსელებისა და კამპანიებისთვის. პროექტის მიხედვით ვაერთიანებთ კამერითა და დრონით გადაღებას, მონტაჟსა და გახმოვანებას.
გადაღებამდე განვიხილავთ, რას უნდა ხედავდეს მაყურებელი: სივრცეს, პროდუქტს, სამუშაო პროცესს თუ ღონისძიებას. ამ მიზნის მიხედვით ვათანხმებთ სცენარის მიმართულებას, ლოკაციებსა და გადასაღებ მასალას.
შეთავაზებაში ზუსტდება ვიდეოების რაოდენობა, ხანგრძლივობა, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ფორმატები, დამუშავება და ჩაბარების ვადა. ქვემოთ ნახავთ შესაბამის ნამუშევრებს; ბრიფში მოგვწერეთ თქვენი ამოცანა და სად გამოიყენებთ ვიდეოს.